„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ფიქრობს, რომ მისი ადგილი ახალ მთავრობაშია. როგორც მან თოქშოუ "არჩევანში" განაცხადა, მთავრობაშიც იმ თანამდებობაზე იქნება, სადაც გუნდს და ქვეყანას დასჭირდება.
„რაც შემეხება მე, თავს უფრო მთავრობაში ვხედავ. თუმცა, აქაც განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია. სადაც ქვეყანას დავჭირდები, სადაც გუნდს დავჭირდები, მზად ვარ ყველა მიმართულებით, ჩემი მაქსიმალური გავაკეთო და ჩემი შესაძლებლობები ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარო", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დროა.
„მანამდე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი - ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები. ასე რომ, წინასწარ რაღაც დასკვნების გაკეთება და მოსაზრებების გაჟღერება, არასწორია", - განაცხადა კალაძემ.