დავით უსუფაშვილი: საბურთალოს ამომრჩეველს, ვინც მე ხმა მომცა, თითოეულ მათგანს მოვძებნი და მათთან მექნება ურთიერთობა",
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და ამ მდგომარეობიდან ამოსვლა ესაჭიროება. როგორც მან ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში აღნიშნა, ეს კრიზისი ხელისუფლებას არ ეხება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მან იცის, თუ როგორ შეიძლება სასარგებლო საქმეების გაკეთება საკანონმდებლო ორგანოს მიღმა.
,,პირველი გასაკეთებელია ის, თუ რა სჭირდება ქვეყანას, როგორ ამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. თუმცა ეს არ არის სახელისუფლებო კრიზისი. ხელისუფლება ადგილზეა, ყოჩაღადაა და მე მას წარმატებას ვუსურვებ ქვეყნის საკეთილდღეოდ. მაგრამ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი იმ ვითარების გამო, რაც მივიღეთ არჩევნების შემდგ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ცხოვრება გრძელდება ამ ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკური ცხოვრება.
მე ჩემი ცხოვრების 48 წელი პარლამენტის კედლებს გარეთ მაქვს გატარებული, ამიტომ კარგად ვიცი გარედან როგორ შეიძლება სასარგებლო საქმეების კეთება. ამასთანავე, ყველაფერი ის, რასაც დავპირდი ქვეყნის, საბურთალოს ამომრჩეველს, ვინც მე ხმა მომცა, თითოეულ მათგანს მოვძებნი და მათთან მექნება ურთიერთობა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.