logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: ჩვეულებრივი მკვლელები ხართ!
- +

2 ნოემბერი. 2016. 00:24


ვინც კაფეებსა და რესტორნებში მოწევის აკრძალვას ეწინააღმდეგებით, ჩვეულებრივი მკვლელები ხართ", - ამის შესახებ ჟურნალისი მერაბ მეტრეველი Facebook_ის პირად გვერდზე წერს.


ოღონდ, ჩემი და სხვა არამწეველების კი არა, იმ ბავშვების, რომლებიც მიმტანებად, ან ბარმენებად მუშაობენ. მათ ვწირავთ იმისთვის, რომ დილიდან ღამემდე ყოველ დღე სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ დარბაზებში იმუშაონ (და აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მიმტანი მწეველია, თუ არა. მწეველი ორმაგ დარტყმას იღებს, როცა მთელი დღე პასიური მწეველიც ხდება. თუმცა არამწეველი მიმტანებიც ბლომად არიან). მე, ჯანდაბას, სახინკლეში შეიძლება თვეში ერთხელ შევიდე, ან არამწეველების კაფეს ავირჩევ (თუ არსებობს), მაგრამ ამ ხალხმა რა ქნას - სამსახური სად არის ასე ასარჩევად? საქართველოში მაღაროში მუშაობა არ არის ისეთი მავნებელი ჯანმრთელობისთვის, როგორც კაფე-რესტორნებში. თქვენ კიდევ, მწეველების და არამწეველების უფლებებზე დარდობთ და ამ ადამიანებს სიცოცხლის უფლებას ართმევთ!

 

პ.ს. კაფე-რესტორნებში მოწევის აკრძალვა არ ნიშნავს, რომ კაფე-რესტორნებში ვერ მოწევთ. აქ საუბარია დახურულ სივრცეზე. თუ კაფეს ტერასა ან ქუჩაში გამოდგმული მაგიდები აქვს, იქ ჩვეულებრივად მოწევთ", - წერს მეტრეველი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner