საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მისი კოლეგების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაციას აწვდის. შეგახსენებთ, რომ ზესტაფონთან ავარიის შედეგად, უმრავლესობის სამი დეპუტატი დაშავდა:
„ქუთაისი-ზესტაფონის გზატკეცილზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ავტოავარიაში მოხვდა სამი დეპუტატი - ხუბულური, ფეიქრიშვილი და დარზიევი. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხუბულურს, როგორც მე მაქვს ინფორამცია, კეფის მიდამოში აღენიშნება ჭრილობა და აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა. ფეიქრიშვილს აღენიშნება გულმკერდის დაჟეჟილობა და მას გადმოიყვანენ ქუთაისში, რომ დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარონ. დარზიევს აქვს ტვინის შერყევა და მასაც დამატებითი კვლევებისთვის გადმოიყვანენ ქუთაისში. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჩემთვის გაურკვეველია. არცერთი დაშავებული დეპუტატის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.