ორგანიზაცია „ამბრელას" წევრი ლუკა ფეიქრიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ამის შესახებ ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა სოლიდური თანხის გამო ზურგი აქციეს.
„ენმ გაიყიდა! მე ვტოვებ "ნაციონალურ მოძრაობას" და „ამბრელა" წყვეტს მოქმედებას" მე არ მსურს ჩემი სიცოცხლე, ჩემი ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება და თუნდაც ჩემი ნერვული სისტემა შეეწიროს გაყიდულ გიგა ბოკერიებს, თამარა ჩერგოლეიშვილებს, ნიკა მელიებს და ა.შ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და სანდრა რულოვსს, ამ ადამიანების მიმართ ჩემი სიმპატიები უცვლელია. მე მათ ბოლომდე მხარს დავუჭერ. რეალურად „ნაციონალურ მოძრაობაში" მხოლოდ სანდრა და მიშა დარჩნენ, რომლებსაც თავიანთი ამომრჩევლები არ გაუყიდიათ, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებისგან.
მიმიფურთხებია სრულიად „ნაციონალური მოძრაობისთვის" და ყველა იმ ლიდერისთვის, რომელმაც სოლიდური თუ არასოლიდური თანხის გამო ზურგი გვაქცია, ასე უპატრონოდ დაგვყარა. ამაზრზენები ხართ ყველანი! გული მერევა თქვენზე! ", - აცხადებს ლუკა ფეიქრიშვილი ვიდეომიმართვაში.