„ვფიქრობ, დავით უსუფაშვილს "რესპუბლიკური პარტია" უფრო ადრეც უნდა დაეტოვებინა", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეზონანსს" განუცხადა.
როგორც გამოცემასთან საუბრისას კაკაბაძემ აღნიშნა, უსუფაშვილის პარტიაში მისვლა ამ პოლიტიკური ძალისთვის შენაძენი იყო, მაგრამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს "რესპუბლიკელებს" დიდად არ წაადგათ.
„მიუხედავად იმისა, რომ "რესპუბლიკელები" 30-წლიან არსებობას ირწმუნებიან, ამ პარტიამ ვერ მოახერხა და ვერ შეძლო საზოგადოების მოთხოვნებზე აპელირება. ვერ მოახერხა ქვეყნის მოსახლეობისთვის ისეთი პრინციპების შეთავაზება, რაც მათ ღირებულს გახდიდათ.
უფრო მეტიც, „რესპუბლიკური პარტია" იმ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავდა, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იყო. აქედან გამომდინარე ქართველ ხალხს მათი დანარჩენი კონცეფციები არ აინტერესებდა, ხოლო უსუფაშვილის იქ ყოფნა მისთვის ზიანი იყო. ვფიქრობ, იგი ცალკე აქტიურობით დასავლურ პარტიებს ვერ ჩაანაცვლებს, რადაგან მას ამის ქარიზმა არ გააჩნია", - განაცხადა კაკაბაძემ.