logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილის რჩევები პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს
- +

2 ნოემბერი. 2016. 02:33



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მომავალი პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენიმე რჩევას აძლევს.


მე ყველაფერს ვაკეთებ, პარლამენტში ყველაფერი იყოს მზად იმისთვის, რომ პარლამენტის 150-ვე წევრმა და მათმა თავმჯდომარემ ნორმალურად დაიწყონ ფუნქციონირება. მე ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ შევედით პარლამენტში, მაშინ ცოტა სხვა ვითარება დაგვხვდა და არ მინდა ასეთი ვითარებები განმეორდეს. მე ხვალ, მექნება საორგანიზაციო შეხვედრა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, იმ ხალხთან, რომლებიც მომავალ პარლამენტში იქნებიან, რომ დაიგეგმოს პირველი სხდომა და ბევრი სხვა თემები. მე ვიქნები მოსურნე, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდეს ძალიან დიდი მოთმინება. თუ ვინმე ემზადება ამ თანამდებობისთვის, მინდა ვუსურვო, რომ ამ ბოლო დღეებში დამატებითი ენერგიები და დამატებითი რესურსი მოიძიოს, ნებისყოფის, მოთმენის, და პარლამენტის თითოეული წევრისადმი პატივისცემით განიმსჭვალოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner