„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მარშანია აღნიშნავს, გიგა ბოკერია „ნაცმოძრაობის" ლენინია და 9-წლიანი რეჟიმის მთავარი იდეოლოგი.
„ჩემთვის სააკაშვილი და ბოკერია ერთი და იგივეა! ეს ბატონი არანაკლებ ბოროტი და დამნაშავეა, უბრალოდ, ყოფილი პრეზიდენტისაგან განსხვავებით, ნაკლებად იმპულსური გახლავთ - სააკაშვილივით სისულელებს არ როშავს და ცივი გონებით მოქმედებს. ერთი სიტყვით, ბოკერია იყო და არის „ნაცმოძრაობის" ლენინი! - იმ სააკაშვილის რეჟიმის მთავარი იდეოლოგი, რომელმაც 152 დასახლებული პუნქტი რუსეთის ფედერაციას ჩააბარა. ამას მათ საკანონმდებლო ტრიბუნიდანაც ვეტყვი და იმავდროულად დავიწყებ „ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის გასამართლების პროცესს!" - განაცხადა მარშანიამ.