„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ბაკურაძე ამბობს, ნინო ბურჯანაძის youtube channel-ს პრობლემები დილიდან შეექმნა და პარტია მას ამ დრომდე ვერ იყენებს. ბაკურაძე იმედს გამოთქვამს, რომ ნინო ბურჯანაძის ოფიციალურ youtube არხზე უცებ ვინმეს რაიმე ჩანაწერი არ აღმოჩნდება განთავსებული.
„ქალბატონ ნინო ბურჯანაძის youtube channel-ზე დილიდან პრობლემებია. იუთუბი გვეუბნება, რომ კოდი (პაროლი) შეიცვალა ვიღაცის მიერ. ჩვენი IT სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ და იმედია, ყველაფერი აღდგება, თუმცა, ისეა არეული ქვეყანა, რასაც ახლა ვიტყვი, პრევენციის ხასიათი ექნება. იმედია, ნინო ბურჯნაძის ოფიციალურ youtube არხზე, უცებ ვინმეს რაიმე ჩანაწერი არ აღმოჩნდება განთავსებული!" - წერს ბაკურაძე სოციალურ ქსელში.