logo_geo
eng_logo
სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა გრძელდება
- +

2 ნოემბერი. 2016. 13:07


 

სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა გრძელდება. მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ, გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს, კოჯორსა და კიკეთში,  ზამთრისთვის საშეშე მერქანი გადასცა.


მთაწმინდის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, დაბა კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, გამხმარი და ავარიული ხეები მოიჭრა, რომელიც საშეშედ  კოჯორსა და კიკეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცათ.


„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროსა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს, რომელთა დახმარებით ხეების მოჭრა და ტყიდან გამოტანა განხორციელდა.ზამთარი წელს ადრე დადგა, ამიტომ  მნიშვნელოვანია, მოქალაქეები სათბობი შეშით მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველვყოთ", - განაცხადა გელა არჩვაძემ.


გამგებლის თქმით, აღნიშნულ დახმარებას გამგეობისგან რაიონში მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით  მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner