logo_geo
eng_logo
მარიამ როინიშვილი: არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ქართველის გაკეთებულია!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

18 მარტი. 2016. 19:24


 

„კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი ტიპის კადრების სააშკარაოზე გამოტანა და ასეთი სიმდაბლის ჩადენა, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ქართველის გაკეთებულია", - ასე ეხმაურება „რეპორტიორთან" საუბრისას მომღერალი მარიამ როინიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტს. როინიშვილი არ გამორიცხავს რომ აღნიშნული დანაშაულის დაკვეთა ქართველისგან ნაკარნახები არ ყოფილიყო.

 

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს საშინელი დანაშაული ქართველის გაკეთებული არ იყოს. თუმცა, რეალურად, ალბათ, ქართველებიც არიან ამ დანაშაულის მონაწილეები. მე ასეთ საქმეებში კომპეტენტური ნამდვილად არ ვარ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ ეს ქართველისგან ნაკარნახები არ უნდა იყოს, შეიძლება, ამ მოსაზრებას საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს, თუმცა, ესეც არ არის გამორიცხული.

 

ჩვენიანია, ქართველია თუ არ არის ქართველი, ვინც არ უნდა იყოს ამის ჩამდენი, მას ადამიანს ვერ ვუწოდებ", - აღნიშნა მომღერალმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner