logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილის მეუღლე: ეს ქონება ჩემთვის არაფერი არაა იმის მერე, რაც სულხანს დამართეს
- +

2 ნოემბერი. 2016. 14:28



სულხან მოლაშვილის მეუღლემ თათია მოლაშვილმა ჟურნალისტებს მოლაშვილის ოჯახისთვის უკანონოდ ჩამორმეული ქონების დაბრუნების შემდეგ განუცხადა, რომ მისი ოჯახი ქონების დაბრუნებას 13 წელი ელოდა, თუმცა სამართალის ზეიმს თავად სულხან მოლაშვილი ვერ მოესწრო.



შევისყიდე წავკისის აგარაკი სულხანის დაჭერის შემდეგ და ვაჩუქე სახელმწიფოს. 13-წლიანი მოლოდინის შემდეგ დაგვიბრუნდა ეს ქონება, მაგრამ რაც მთავარია, ამას სულხანი ვერ მოესწრო. ქონების დაბრუნება მხოლოდ ერთი ეტაპია და ჩვენს საქმეზე გამოძიება გრძელდება", - განაცახადა თათია მოლაშვილმა.



კითხვაზე, არის თუ არა სხვა ქონება, რომელიც სახელმწიფო მოლაშვილების ოჯახს კიდევ ჩამოართვა, სულხან მოალაშვილის მეუღლემ აღნიშნა, რომ მათთვის სახელმწიფოს სხვა რაიმე ქონება არ ჩამოურთმევია.



მეტი რაღა უნდა წაეღოთ, სიცოცხლე წაართვეს ადამიანს. ეს ქონება ჩემთვის არაფერი არაა იმის მერე, რაც სულხანს დამართეს", - განაცხადა თათია მოლაშვილმა.



სულხან მოლაშვილის მეუღლე სახელმწიფოს და პროკურატურას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner