საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.