logo_geo
eng_logo
მოწმე ადასტურებს, რომ „ტელეიმედის“ ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება კომისიამ ზეწოლის შედეგად მიიღო
- +

2 ნოემბერი. 2016. 14:42



„ტელეიმედის" საქმეზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი წევრი გიორგი ფრუიძე, რომელიც 2007 წელს კომისიაში მუშაობდა, მოწმის სახით დაიკითხა. ფრუიძე ადასტურებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, „ტელეიმედის" ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება კომისიამ ზეწოლის შედეგად მიიღო.



მისი თქმით, 7 ნოემბერს კომისიაში არ ყოფილა მისული, თუმცა, კომისიის ხელმძღვანელმა ნონიკაშვილმა უამბო, თუ როგორ განხორციელდა „ტელეიმედის" სანქცირება. როგორც გიორგი ფრუიძე ამბობს, ნონიკაშვილი მოუყვა, როგორ დაიბარეს „მოდულის" შენობაში, სადაც დახვდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი, ხოლო ადეიშვილმა ნონიკაშვილს უთხრა, რომ მასთან სამსახურში მურთაზ ზოდელავა მივიდოდა „ტელეიმედის" საქმეზე. მისი თქმით, „ტელეიმედის" ლიცენზიის საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის შემდეგ გაეცნო და ჩანდა, რომ საკითხი უკანონოდ იყო მიღებული.



მისივე თქმით, ლიცენზიის საკითხის გადაწყვეტას აქვს ვადები და პროცედურები, რაც „ტელეიმედის" შემთხვევაში დაირღვა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner