logo_geo
eng_logo
ემზარ გაგნიძე: სულხან მოლაშვილის საქმეზე გამოძიებას კონკრეტული დამნაშავეები ჯერ გამოვლენილი არ ჰყავს
- +

2 ნოემბერი. 2016. 15:25



პროკურორმა ემზარ გაგნიძემ სამი მოქალაქისთვის, მათ შორის სულხან მოლაშვილის ოჯახისთვის წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილის საქმეზე გამოძიებას კონკრეტული დამნაშავეები ჯერ გამოვლენილი არ ჰყავს, ქონების ჩამორთმევის კიდევ ორ საქმეზე კი პროკურატურის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.



სულხან მოლაშვილის საქმეზე დამნაშავეების გამოსავლენად არაერთი საგამოძიებო მოქმედება ტარდება. გამოძიებას დადგენილი აქვს, რომ სულხან მოლაშვილისთვის ქონების ჩამორთმევა იყო დანაშაულებრივი ქმედება. გამოძიება აქტიურ ფაზაშია გადასული, ტარდება არაერთი საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავეების გამოვლენის კუთხით და მას შემდეგ, რაც გვექნება შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა, მოხდება კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.



ემზარ გაგნიძემ უკანონოდ ქონების ჩამორთმევის დანარჩენ ორ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურამ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და დამნაშავეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განრიდება მოხდა.



ამ ორ საქმეში გამოვლენილია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნები, თუმცა იმის გამო, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მათი მხრიდან განსაკუთრებული თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, არ იქნა დაწყებული მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ გამოძიებას უმაღლესი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებების გამოსავლენად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ კონკრეტული გვარების დასახელებისგან", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner