logo_geo
eng_logo
თბილისში ხუთვასკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი“ გაიხსნება
- +

2 ნოემბერი. 2016. 15:42

 

 

 

თბილისში 2019 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი" გაიხსნება. იგი ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში განთავსდება. 200-ნომრიან სასტუმროში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი კონტრაქტი კორპორაცია „ჰილტონსა" და კომპანია „გრანატს" შორის დღეს გაფორმდა. კონტრაქტს ხელი მოაწერეს კორპორაცია „Hilton Worldwide"-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ კოლინიმ და კომპანია „Granat Georgia"-ს პრეზიდენტმა ელგუჯა ცინცაძემ. 



ხელმოწერის ცერემონიას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.



„2019 წელს თბილისში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროჰილტონის" ბრენდით, სადაცმიშლენის" რესტორანი განთავსება. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი. თბილისი და თბილისელები დიდი ხანია ელოდებიან ქალაქის ცენტრში მდებარე ამ ლამაზ შენობაში მნიშვნელოვანი ობიექტის გახსნას",- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



მისი ინფორმაციით, უშუალოდ სასტუმროს მშენებლობის პროცესში რამდენიმე ასეული, სასტუმროს ამოქმედების შემდეგ კი 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. 



2015 წელს კომპანია „გრანატსა" და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში გაეხსნა საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner