logo_geo
eng_logo
„შატილს დაპირებული 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგა“
- +

2 ნოემბერი. 2016. 15:44



დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლების მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით შატილს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.



ჩვენ დავპირდით საქართველოს მოსახლეობას, რომ შატილს ელექტრომომარაგება  23 ნოემბრისთვის აღუდგებოდა, კოორდინირებული მუშაობით კი შევძელით 2 ნოემბრისათვის დაგვესრულებინა სამუშაოები",  - განაცხადა ქუცნაშვილმა.



შატილში შეწყვეტილი ელექტრომომარაგების აღსადგენად დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და „ენერგო-პრო ჯორჯიასთან" ერთად დროული და  თანმიმდევრული ქმედებები განახორციელა.



შატილს დაპირებული 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგაენერგეტიკის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და  „ენერგო-პრო ჯორჯიას" კოორდინირებული მუშაობით 3-თვიანი სამუშაოების დასრულება 1 თვეზე ნაკლებ დროში შევძელით. პრობლემებზე მყისიერი რეაგირება ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებაა და შატილის საკითხი შეიძლება გახდეს მაგალითი იმისა, თუ რა იგულისხმება ქვეყნის სწრაფ განვითარებაში. აგრეგატის რეაბილიტაცია 2 ცვლად მიმდინარეობდა და უკვე განხორციელდა მისი ტრანსპორტირება-ადგილზე დამონტაჟების და ტესტირება-გაშვების სამუშაოები, რის შედეგადაც შატილის მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner