logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეებისა და მდივნის ვინაობა ცნობილია
- +

2 ნოემბერი. 2016. 16:17



საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომა დასრულდა. სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების დაკომპლექტების, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და სასამართლოს მდივნის არჩევის საკითხები განიხილეს.



საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ პლენუმმა ლალი ფაფიაშვილი, მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ტუღუში აირჩია, ხოლო სასამართლოს მდივნის პოზიციას მერაბ ტურავა დაიკავებს.



პლენუმის დადგენილების შესაბამისად, პირველი კოლეგიის შემადგენლობაში შედიან: ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე), მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა (სასამართლოს მდივანი); ხოლო მეორე კოლეგიის შემადგენლობა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: თეიმურაზ ტუღუში (თავმჯდომარე), თამაზ ცაბუტაშვილი და ირინა იმერლიშვილი.


მეორე კოლეგიის მეოთხე წევრის ადგილი ვაკანტურია და მას საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი დაიკავებს.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner