logo_geo
eng_logo
მერაბ ტურავა: ე.წ. გახმაურებული საქმეები ახალ მოსამართლეებს გასაცნობად გადაეცა
- +

2 ნოემბერი. 2016. 16:35



საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეული მდივნის მერაბ ტურავა განცხადებით, დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, განიხილოს საქმეები.



მისი თქმით, ე.წ. „გახმაურებული საქმეები" უკვე გადაეცა პრეზიდენტის მიერ განმწესებულ ახალ მოსამართლეებს გასაცნობად, თუმცა ჯერ არ არის დადგენილი განხილვის დრო და გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი.



ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, როგორც პლენუმის, ასევე კოლეგიის შემადგენლობაში განვიხილოთ სარჩელები და მივიღოთ გადაწყვეტილებები. პირველ კოლეგიაში დღეისთვის ოთხი მოსამართლეა წარმოდგენილი, მეორე კოლეგიაში კი სამი. ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი წარადგენს კიდევ ერთ წევრს ჩვენთან, მაგრამ მანამდე, კოლეგია უფლებამოსილია, იმუშაოს, თუ სხდომას ესწრება სამი მოსამართლე. ახალ მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა განამწესა, გადაცემული აქვთ სარჩელები, მაგრამ ჯერ არ არის დადგენილი კონკრეტული დღე, განხილვის ან გადაწყვეტილების გამოტანის", - განაცხადა მერაბ ტურავამ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner