logo_geo
eng_logo
ზაზა თავაძე: თვითმფრინავში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ
- +

2 ნოემბერი. 2016. 17:18



საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე რამდენიმე დღის წინ, თვითმფრინავში მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თვითმფრინავში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ასულა და შესაბამისად, მისი შეუძლოდ გახდომა აღნიშნულს არ უკავშირდება.



რაც შეეხება იმას, რომ დილის 5 საათზე ალკოჰოლი მივიღე და ისე მოხდა ჩემი თვითმფრინავში ასვლა - სისულელეა, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთ-ერთმა სააგენტომ მოითხოვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ცნობა არის წარმოდგენილი იმ კლინიკიდან, სადაც, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ამოვყავი თავი. მე რომ ალკოჰოლი მიმეღო და ისე ავსულიყავი თვითმფრინავში, როგორც ექიმები მეუბნებიან, ის სპაზმი, რაც დამემართა, არ დამემართებოდა", - განაცხადა ზაზა თავაძემ.



საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რანგში უცხო ქვეყანაში პირველი ვიზიტის დროს, ზაზა თავაძე თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავმა მარშრუტი შეცვალა, სხვა ქვეყანაში დაჯდა და ზაზა თავაძის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner