„შეიძლება იყო კონკრეტული ხარვეზები, კონკრეტულ რაიონებში, მაგრამ, არცერთი ფაქტი არ დარჩენილა რეაგირების გარეშე", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, არცერთი გადაცდენა ხელისუფლებას რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია და დამნაშავეები კანონის ფარგლებში აგებენ პასუხს.
„შედარებასაც თუ გავაკეთებთ, დავაკვირდეთ, რა ხდება ამერიკაში, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ყოველდღე ცხვირ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს.
ამიტომ, თუ რაიმე გადაცდენა იყო, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა არაფერი და ვინც დანაშაული ჩაიდინა, გარწმუნებთ, კანონის წინაშე ისინი პასუხს აგებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.