„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასა და დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა:
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე. პარლამენტში წარმოდგენილი ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობით და დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის სწრაფად განვითარება ეკონომიკურად. ძალიან კარგად გვესმის, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია. ასევე, რა თქმა უნდა, დემოკრატიის განვითარების კუთხით ბევრი გვაქვს სამუშაო და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მზად ვართ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო გავაძლიეროთ. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მოვახერხებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.