„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებით, ლარის კურსს რაიმე განსაკუთრებული რყევა არ ემუქრება.
„რეგიონული და გარე ფაქტორები, საინვესტიციო გარემო და საარჩევნო პერიოდი ყოველთვის ასახვას პოვებს ბიზნესის კონტექტზე მთლიანობაში, მაგრამ ლარის კურსს რაიმე განსაკუთრებული რყევა არ ემუქრება. საკმაოდ სტაბილურ ფაზაშია შესული ეკონომიკური პროცესები. თუ გაუმჯობესებას არა, გაუარესებას ნამდვილად არ ველოდებით", - განაცხადა დავით კოღუაშვილმა.