logo_geo
eng_logo
„მსოფლიოში ყოველ ხუთ დღეში ჟურნალისტს კლავენ“
- +

2 ნოემბერი. 2016. 18:34



გაერო-ს განათლების, მენციერებისა და კულტურის ორგანიზაციის, „იუნესკოს" მონაცემებით, მსოფლიოში პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის, ყოველ ხუთ დღეში ერთ ჟურნალისტს კლავენ.


ბოლო 10 წლის განმავლობაში, ძალადობამ 827 ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა. მარტო შარშან, 115 ადამიანი მოკლეს, რის გამოც 2015 წელი მიჩნეულია ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთ უმძიმეს წლად ჟურნალისტების უსაფრთხოებისათვის.



ყველაზე სახიფათო ქვეყნები არიან სირია და ერაყი, სადაც ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო" სასტიკად უსწორდებოდა მედიის წარმომადგენლებს.



2015 წელს 23 ჟურნალისტი მოკლეს სირიასა და ერაყში. „იუნესკოს" ანგარიშში მოყვანილი ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველი 10 მკვლელობიდან ერთზე ნაკლებია გახსნილი, ხოლო ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და რეპრესიების: მძევლად აყვანის, დაკავების, წამების, დევნა-შევიწროვების შემთხვევები საერთოდ არ არის აღრიცხული ამ ანგარიშში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner