logo_geo
eng_logo
გულიკო ჩაფიძის კლინიკამ სამედიცინო მომსახურების გერმანულ სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიცირება წარმატებით გაიარა
- +

2 ნოემბერი. 2016. 18:41



თითქმის ერთი წელია გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში სამედიცინო მომსახურების გერმანულ სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიცირება მიმდინარეობდა. აღნიშნულ პროექტს გერმანული აუდიტორული კომპანია „KTQ"-ს ექსპერტები ახორციელებდნენ.


აღნიშნული კომპანია გერმანიასა და მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებში ატარებს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის შეფასებას და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, რაც ადასტურებს, რომ სერტიფიცირებული სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხი შეესაბამება მკურნალობის, დიაგნოსტიკის, რეაბილიტაციის უმაღლეს სტანდარტებს.


აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ბაზარზე გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი არის პირველი დაწესებულება, რომლის მკურნალობის ხარისხი, მეთოდოლოგია, სამედიცინო პერსონალი, ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა შესაბამისობაშია გერმანიის სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტების მოთხოვნებთან. სერტიფიცირება გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა წარმატებით გაიარა.


გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ყოველწლიურად  რესერტიფიცირებას გაივლის, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის მიერ მიღწეული გერმანული ხარისხის შენარჩუნებას და მის მუდმივ განვითარებას საერთაშორისო სამედიცინო ჰოსპიტალური მკურნალობის სტანდარტების შესაბამისად.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner