logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, ეს ხელისუფლება არ ჩამოიქცევა!
- +

18 მარტი. 2016. 22:40



იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცახდებით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობის გავრცელება ისევ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირდება.


როგორც წულუკიანმა გადაცემა „პოლიტიკაში" განაცხადა, რა ვიდეოც არ უნდა გამოქვეყნდეს, დაინტერესებული პირების მიზანი ვერ შესრულდება და „ქვეყანა არ ჩამოიქცევა."



„ამ ვიდეოებს ავრცელებს ისევ ძველი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი. ამას შეიძლება ავრცელებდეს 1-დან 25 ოქტომბრამდე, ქვეყნიდან გაქცეული წინა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, ან მათივე მხარდამჭერი, ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნებამდე ქვეყნის დესტაბილიზაცია, საზოგადოების შოკურ მდგომარეობაში შენარჩუნება მოხდეს და კიდევ უფრო შორს თუ წავალთ - მთავრობის ჩამოქცევა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, ეს ხელისუფლება არ ჩამოიქცევა",- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გადაცემა "პოლიტიკის" პირდაპირ ეთერში. 

 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner