logo_geo
eng_logo
დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, სოფო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცემა
- +

2 ნოემბერი. 2016. 20:56




დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, ბრიტანეთის საელჩოს ყოფილ თანამშრომელს და ახლადარჩეული პარლამენტის წევრ, სოფო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცემა.


დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ორდენის გადაცემა ხდება იმ განსაკუთრებული სამსახურისთვის, რომელიც სოფო ქაცარავამ საქართველოს და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით კი, საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გასწია.


სოფო საქართველოს მეორე მოქალაქეა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ჯილდო გადაეცემა.


დიდი ბრიტანეთის ელჩის, ჯასთინ მაქენზი სმიტის მიერ, ორდენის გადაცემის ცერემონია დიდი ბრიტანეთის საელჩოში 3 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.


მათივე განმარტებით, ეს ჯილდო არის აღიარება იმ განსაკუთრებული შრომისა, რომელიც სოფომ გასწია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების განსამტკიცებლად, მისი დიდი ბრიტანეთის საელჩოში 11-წლიანი მოღვაწეობის დროს.


ჯილდოსთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასთინ მაქენზი სმიტმაც ისაუბრა.


"მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება, მისი აღმატებულების სახელით, სოფიკოს გადავცე ეს ჯილდო. სწორედ სოფიკოსნაირი ადამიანები უდებენ საფუძველს ქვეყნებს შორის მეგობრობას. სოფიკო არის საქართველოს და დიდი ბრიტანეთის მიმართ შრომის, თავდადების და ერთგულების ჭეშმარიტი მაგალითი".


სოფო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა პოზიციებზე 2005-2016 წლებში მუშაობდა. 2016 წლის ოქტომბერში, იგი გახდა საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner