ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი ალექსი დოთიაშვილი გაათავისუფლეს.
დოთიაშვილი ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.
ალექსი დოთიაშვილი 3 დღის წინ დააკავეს რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.
ცხინვალის ციხე მან ჯარიმის 2000 რუბლის გახდის შემდეგ დატოვა.