logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილის მამა: მომერიდოს ვალერი გრიგალაშვილი, თორემ ჩემ თავზე პასუხს ვერ ვაგებ!
- +

2 ნოემბერი. 2016. 21:01



სულხან მოლაშვილის ოჯახს დღეს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა.


აგარაკის დაბრუნება საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით განხორციელდა.


გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის 23 აპრილს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 2004 წლის ივლისში, სულხან მოლაშვილის ძმას, თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლის სანაცვლოდ, მოსთხოვეს წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა.


ამ თემაზე დღეს, თბილისის ყოფილმა მთავარმა პროკორორმა, ვალერი გრიგალაშვილმა "იბერიას" ეთერში ისაუბრა.


მისი თქმით, დადასტურდა, რომ ის აგარაკი, რომელიც სულხან მოლაშვილის ოჯახს დაუბრუნდა, ნამდვილად ეკუთვნოდა მოლაშვილს და ის გადაფორმებული იყო ვინმე გვალიაზე, რომელიც ვერც ამ აგარაკის შეძენას შეძლებდა და ვერც ყიდვას. გარდა ამისა, გრიგალაშვილმა უარყო სულხან მოლაშვილის წამების ფაქტები და განაცხადა, რომ მისი გარდაცვალება სხვა გარემოებებმა განაპირობა.  


საპასუხოდ, სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი ჩაერთო „იბერიას" პირდაპირ ეთერში და ყოფილ პროკურორთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.


ამაზრზენია ვალერი გრიგალაშვილის საქციელი, როდესაც სულხანი აწამეს, შევედი ვალერი გრიგალაშვილთან და ვუთხარი, რომ საშინელ დანაშაულს ჩადიოდა. მითხრა, რომ გამოიძიებდა ამ საქმეს - მე ვუპასუხე, რომ მე გამოვიძიებდი მას, რადგან ის ასრულებდა მიხეილ სააკაშვილის დავალებას. ის ვერ იტანდა სულხან მოლაშვილს, რადგან თავის მეტოქედ მიაჩნდა. ვალერი გრიგალაშვილი იყო სააკაშვილის მონა და მის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდა. სადმე რომ შემხვდეს ვალერი გრიგალაშვილი, მომერიდოს, თორემ ჩემ თავზე პასუხს ვერ ვაგებ", - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner