logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: ეს უნდა ვიცოდეთ!
- +

18 მარტი. 2016. 23:31



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავცელების პრევენცია პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ დღევანდელ ხელისუფლებას ამ თემაზე რაიმე სახის პასუხისმგებლობა დააკისრო, არაადეკვატური იქნება. 

 

„გავრცელების პრევენცია პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს უნდა ვიცოდეთ! უძლიერესი სპეც-სამსახურებიც კი ვერ ახერხებენ ამის პრევენციას, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს ვიდეო ფაილები, რომელიც ამოღებული იქნა შს სამინისტროს სამალავიდან, მოეპოვებოდათ სხვა პირებსაც. მათ თადარიგი უნდა დაეჭირათ და დაეწყოთ მოძიება, თუ ვის ხელში შეიძება ყოფილიყო ეს ვიდეოები.

 

იმაზე, თუ რატომ ვრცელდება დღეს ეს ვიდეოები, ძნელია დააკისრო ხელისუფლებას პასუხიმგებლობა."- განაცხადა ბათიაშვილმა თქო-შოუ „რვიანში. 



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner