logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ეს უფრო ადრე მოხდება...
- +

2 ნოემბერი. 2016. 23:26



პარლამენტის შეკრების მაქსიმალური ვადა 19 ნოემბერია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად ახლო ვადაში შევიკრიბოთ, - ამის შესახებ  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.


პირველ რიგში, პარლამენტი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე იმსჯელებს. თუმცა, თავიდან ფრაქციების იქმნება და თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა ხდება, შემდეგ  - კომიტეტების დაკომპლექტება და თავმჯდომარეების არჩევა. მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან უწყდება და ამის შემდეგ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, მთავრობის ფორმირების პროცესი იწყება. მთავრობის ფორმირების ვადები კონსტიტუციითაა განსაზღვრული, მაგრამ ვფიქრობ, ახალი მთავრობის ფორმირებას მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში, 3-4 დღეში მოვახდენთ", - განაცხადა კახიანმა.


მისი თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით, საპარლამენტო თანამდებობების დაკომპლექტება  იმ დღეს მოხდება, როცა ახალი მოწვეული პარლამენტი შეიკრიბება.


თუმცა, ასეთ საკითხებზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და როცა საბოლოოდ გადაწყდება, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, საზოგადოებისთვის ცნობილი მაშინვე გახდება. ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე ახალი პარლამენტის პირველი სხდომა იქნება მოწვეული", - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.


როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" მზადაა, ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდთან ითანამშრომლოს, ვინც ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე მათ გვერდით დადგება.


თუ ახალი ჯგუფები გამოჩნდება და ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე ჩვენს გვერდით ვინმე დადგება, ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდთან, მათ შორის - პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარესთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner