logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ის, რაც რატიანმა სააკაშვილს მოარგო, უნდა გავასწოროთ!
- +

2 ნოემბერი. 2016. 23:28



პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, კონსტიტუცია ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა წინასწარ კონკრეტული ცვლილებზე საუბარი არასწორია.


როგორც მან „კურიერის" ეთერში განაცხადა, „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას გამოიყენებს, რომ კონსტიტუცია გაუმჯობესდეს.


ჩვენი კონსტიტუცია გარკვეულ ცვლილებს საჭიროებს, ცვლილებები საზოგადოებასთან კონსენსუსის გზით განხორციელდება. ეს იქნება საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილება. მოქმედ პრეზიდენტთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილებები არ მიღებულა. ყოველდღე, განსაკუთრებით „რუსთავი 2" მეკითხება ამ ცვლილებებზე. ეს ხელოვნურად აგორებული კამპანიაა",- განაცხადა მანანა კობახიძემ.


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა.


ქარიშხალს ტეხენ იქ, სადაც ამის საფუძველი არ არის. ჩვენ გუნდში კონსტიტუციის შეცვლის ერთადერთი მიზანია, რომ რაც ხარვეზიანია, გამოსწორდეს. ის, რაც რატიანმა და მისმა პარტიამ სააკაშვილს მოარგო, ეს გავასწოროთ. რაღაც თემები ხომ სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას". თემა სჭირდება ხმაურისთვის, იხმაურონ",- განაცხადა მანანა კობახიძემ.


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრა, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. მისი განცხადებით, მთავრობის დაკომპლექტება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.


"თანამდებობებისთვის ჩვენ არ გვიბრძოლია, გაცილებით დიდი მიზნები გვქონდა. ეს მიზანი მიღწეულია - მეორე ტურში გამარჯვება, „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ნარჩენების დამარცხება, მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა", - აღნიშნა კობახიძემ


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner