logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: კონსტიტუციამ ათწლეულებს უნდა გაუძლოს!
- +

2 ნოემბერი. 2016. 23:31



პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში" საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ჯერ არ განიხილება.


არ მესმის, ასეთი საკითხების აქტუალიზება დღეს რატომ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ასეთი ვალდებულება არ არსებობს, ჩვენ გვსურს, კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება ფართო კონსენსუსის საფუძველზე შედგეს და სანდოობის ხარისხი მაღალი იყოს. ცვლილებების შედგენა 1 კვირაში შეიძლება, მაგრამ როცა გინდა, რომ ცვლილებებს თან ახლდეს მაღალი კონსენსუსი, ეს მარტივი პროცესი არ არის", - განაცხადა კახიანმა.


მისი თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების აუცილებლობა იმითაა გამოწვეული, რომ მასში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.


ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს კონსტიტუცია 24-ჯერ შეიცვალა. კონსტიტუცია ისე იცვლებოდა, ამის შესახებ იურიდიული წრეებიც კი, პოსტ-ფაქტუმ ვიყავით ინფორმირებული. ჩვენს მიზანს ისეთი კონსტიტუციის შემუშავება უნდა წარმოადგენდეს, რომლის მიმართაც კითხვები აღარ იარსებებს. მუდმივი არაფერია, მაგრამ კონსტიტუციამ ათწლეულებს უნდა გაუძლოს. ერთხელ და სამუდამოდ, ფართო კონსენსუსის საფუძველზე ისეთი კონსტიტუციური მოდელი უნდა შევიმუშაოთ, რომელსაც მაღალი ნდობა ექნება და, რომელიც ათწლეულებს გაუძლებს", - განაცხადა გიორგი კახიანმა.


როგორც მან აღნიშნა, გამორიცხულია, საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდეს.


გაუგებარია, რატომ მიდის ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასეთ საფრთხეებს ხედავს, შემიძლია ისინი დავამშვიდო და ვთქვა, რომ გამორიცხულია, საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდეს. თუ საპრეზიდენტო ინსტიტუციას თეორიულად რაღაც ცვლილება შეეხება, ეს არა ამჟამინდელი პრეზიდენტის, არამედ მომდევნო პრეზიდენტის პირობებში მოხდება. შეუძლებელია ცვლილება კონკრეტულ პირებს შეეხოს. მე ინსტიტუციურ ცვლილებებზე ვსაუბრობ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner