logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: ეს ვიდეოები კეთდებოდა იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონოდა კომპრომატები კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ!
- +

19 მარტი. 2016. 00:10


„ათასობით ვიდეო ფაილი, რომელიც  ამოღებული იქნა შს სამინისტროდან, რომელიც არის წლების განმავლობაში დადგმული და ამოღებულია ათასობით, დადგმული იქნა ბიძინა ივანიშვილის მიერ?"- მიმართა კითხვით ირაკლი ბათიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ბადრი შუბლაძეს საპასუხოდ.


შუბლაძის მტკიცებით, მას არ აქვს მტკიცებულება, რომ ფარული ვიდოები, სადაც ასახულია პირადი ცხოვრება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის შექმნილი. რაზეც ირაკლი ბათიაშვილმა უპასუხა, რომ ვიდოების არსებობას თავად „ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც კი ადასტურებენ.



 „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც კი,  შს სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობაც კი ვერ უარყოფს, რომ ეს ყველაფერი არ არის მათ მიერ ჩაწერილი. მათ მოაქვთ არგუმენტად ის, რომ მათ დროს ეს ვიდეოები არ ვრცელდებოდა.

 

არ შეიძება ასეთი დემაგოგია, ეს არის შეურაცხყოფა! ვიდეო ფაილები, რომელიც ამოღებული იქნა ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას შს სამინისტროდან და რომელიც 2004 წლიდან მოყოლებული გადაღებულია, საუბრი, რომ ამ ხელისუფლებამ დადგა ეს ვიდეოები არის აბსურდი."- განაცხადა ბათიაშვილმა.  


„ეს ვიდეოები კეთდებოდა იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონოდა კომპრომატები  კონკრეტული ადამაინების წინააღმდეგ. თუს აჭიროა გადმოიბირებდნენ და ა.შ."- გააცხადა ბათიაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner