logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გვახსოვს გალახული ოპოზიციონერები, მოკლული ხალხი ქუჩაში, გამოძიებაც კი არ იწყებოდა...
- +

19 მარტი. 2016. 00:41


 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით ალექსი პეტრიაშვილის საქმის გამოძიება მართლაც სწრაფად მოხდა, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, უთვალთვალებდნენ თუ არა ეკა მიშველაძეს და პტრიაშვილს, მას არ აქვს.

 

"ამ ბრალდებაზე ვიტყვი იმას, რომ მიმდინარეობს გამოძიება. რა მიზნით? იმ მიზნით, რომ დადგინდეს პეტრიაშვილს და მის მეუღლეს, ან რომელიმეს ცალ-ცალკე უთვალთვალებდა კერძო პირი თუ სახელმწუფო ჩინოსანი.

 

როგორც აღმოჩნდა, იმ პირველ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ალექსი პეტრიაშვილს და ჩემს ყოფილ პარტიას ჰქონდა მცდელობა ის საზარელი დანაშაული, რაც სასაფლაოზე მოხდა, პოლიტიკური საქმედ ექციათ, არ იყო ასე. დაკავებულმა პირმა თქვა, რომ ეს იყო პირადი საკითხი და კაცებს შორის არსებული დაპირისპირება. ეს დაკავებული იდენტიფიცირებულია, დაკავებულია და დაკითხული. არის ეს ბოლო პირი ამ საქმეში? არ ვარ ჩახედული ამ საქმეში, არ ვიცი, მაგრამ მგონია, ეს არ არის ის ბოლო პირი.

 

არ ვადარებ არაფერს, მაგრამ ადრე გვახსოვს გალახული ოპოზიციონერები, მოკლული ხალხი ქუჩაში და გამოძიებაც კი არ იწყებოდა. დღეს უსწრაფესად იწყება გამოძიება და კონკრეტული პირებიც დაკავებულები არიან," - განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში „პოლიტიკა."


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner