„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული.
სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყება გვარამიას ორი დღის წინ ჩააბარეს.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გვარამია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზეა დაბარებული.
შს სამინისტრომ ნიკა გვარამიას საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დაიწყო. საქმე ეხება ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ინტერნეტში გავრცელებას.