logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადებები ცინიკურია
- +

19 მარტი. 2016. 00:42



ნებისმიერი პირის გათავისუფლება მტკივნეულია, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება მონიტორინგის საფუძველზეა მიღებული,- ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელთა გათავისუფლებაზე  თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა.


ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ამას პოლიტიკური სარჩული მოუძებნონ, რაც აბსურდია. საერთოდ, არის მცდელობა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოზიტიური პროცესი მარგინალიზებულ იქნას. გათავისუფლებულ დირექტორებს, წინა პერიოდისგან განსხვავებით, როცა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უაპელაციო იყო, დღეს სასამართლოში დავა და სამართალის პოვნა შეუძლიათ",- აღნიშნა გადაცემა 2030-ში ტალიაშვილმა.


მისივე თქით, ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადებები ცინიკურია, რადგან მათი მმართველობისას უმძიმესი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული - 47 ბაგა-ბაღის უამრავი თანამშრომელი ქუჩაში გაყარეს და აღსაზრდელები ბაღების გარეშე დარჩნენ.


2010 წელს მიღებული კანონით აღმზრდელს პედაგოგის სტატუსი გაუუქმდა და 2011 წელს ბაღები ფასიანი გახდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა - განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა - ბაღები უფასო გახდა, აშენდა და გარემონტდა შენობები, გაძლიერდა საგანმანათლებლო კონპონენტი",-აღნიშნა ტალიაშვილმა 2030-ში.



 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner