აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების წინაშე ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ჩაპელ-ჰილში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს იმ ყველაფერს, რასაც ქვეყანამ მისი 8-წლიანი მმართველობის დროს მიაღწია.
ბარაქ ობამა წინასაარჩევნო კამპანიის დღეებს ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად მაქსიმალურად იყენებს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თეთრ სახლში ისეთი ადამიანის გამოჩენა, როგორიც დონალდ ტრამპია, ძალიან საშიშია, რადგან ის თავის შეხედულებებს არ შეიცვლის.