logo_geo
eng_logo
„სანამ ბოლო მატარებელი არ გაჩერდება და ბოლო ავტობუსი არ დაპარკინგდება...“ - ოთარ აბესაძე დავით ნარმანიაზე
- +

3 ნოემბერი. 2016. 12:22




„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერის დავით ნარმანიას შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ნარმანიას შრომას „დანახვა უნდა".

 

„დათო ნარმანიასთან მქონდა რაღაც საქმე და დამიბარა საკმაოდ გვიან  - ღამის 11 საათისთვის. დაახლოებით ერთსაათიანი საუბრის შემდეგ ვკითხე, თუ რა სისტემატურობით მუშაობდა ასე გვიანობამდე და მიპასუხა, რაც ქალაქის მერი ვარო - სანამ მეტროს ბოლო მატარებელი არ გაჩერდება, ბოლო ავტობუსი არ დაპარკინგდება და არ მოვისმენ დღღის ანგარიშს, იქამდე არ მივდივარ სახლშიო.

 

მიუხედავად ბევრი „ქილიკისა", ბოლო 2 წელში თბილისში რაც გაკეთდა, ეს დასანახია. ვასილ მჟავანაძის მერე ახალი მეტროსადგური არ აშენებულა და შენდება, განახლებული „ვორონცოვი" ახალი ტიფლისი", რეაბილიტირებული ძველი თბილისი, პუშკინის ქუჩის აღდგენა, „პანორამა თბილისი", რომელიც გახდება აუცილებლად სავიზიტო ბარათი, კრწანისი-შინდისის ახალი გზა, ახალი გერმანული ავტობუსები თბილისს, გაორმაგებული სოციალური პროექტები და ა.შ. მშრომელი კაცია და ამას დანახვა უნდა",- წერს აბესაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner