logo_geo
eng_logo
ნინო ბაშარული თეა თუთბერიძეზე: აბედნიერებთ ამ „შიზოიდს“... დააიგნორეთ რა…
- +

19 მარტი. 2016. 00:54



მომღერალი ნინო ბაშარული თეა თუთბერიძის ინიციატივას იმის შესახებ, რომ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს შესახებ ფეისბუქ გვერდი- „მე მიყვარს ჩემი გეი პატრიარქი" შეიქმნას, ეხმიანება:


 

„ვინმე თეა თუთბერიძეს თუ გადაეჩეხებით სადმე, გადაეცით ჩემგან, რომ სასწრაფოდ გათხოვდეს, თუ გათხოვილი არაა! და გააჩინოს ბევრი შვილი! რაც იბოდიალა, ეს მისი ყურადღების ცენტრში მოქცევის წყურვილია, ჩვენ ეს ვიცით და ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, რომ არც ნიჭიერება და არც სიბრძნე აქვს და ტყუილად ვარდება მენჯებიდან, რომ შევნიშნოთ...

მაგას ჯობია, რაიმე ღირებული შექმნას! შვილი თუ არ ჰყავს, გააჩინოს რა! ვინმეს გავურიგებთ როგორღაც და დავაჯერებთ, რომ თეა მზეთუნახავია... ალბათ ძალიან ჩრდილშია, მიგდებულად გრძნობს თავს და ყველაფერს აკეთებს კვლავ ყურადღების ცენტრში მოსახვედრად. მისი მისამართით კარგი სიტყვით თუ არა, იქნებ ცუდი სიტყვების კორიანტელით იგრძნოს თავი სრულფასოვნად... მე ვთხოვ ყველა ჟურნალისტს და თანამოქალაქეს, რომ სოციალურ ქსელში ნუ ავრცელებთ მის მოჩმახულ დებილობებს პატრიარქზე, ნუ აღიზიანებთ ხალხს, რადგან „მუტანტებზე" აქცენტის კეთებით, გვავიწყდება მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში. პატრიარქს  ბევრი ჰყავს თავისი მცველები, ხალხნო... თქვენი გინება ლანძღვებით აბედნიერებთ ამშიზოიდს"... რაც უნდა ის უთქვამს, დააიგნორეთ რა... ის არ არსებობს! მორჩა!"- წერს ნინო ბაშარული ფესიბუქის პირად გვერდზე.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner