logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს
- +

3 ნოემბერი. 2016. 12:48



ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„მოგეხსენებათ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეორგანიზაციის შემდეგ, ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად  მომზადდა  ახალი საკანონმდებლო ინიცირებები.  შესაბამის ორგანოებში კანონპროექტების  წარდგენამდე, სამსახურის ხელმძღვანელობამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 13 სექტემბერს პრეზენტაცია  წარუდგინა.

 

მივმართავთ  ვეტერანების საკითხებზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, წარმოადგინონ თავიანთი შეხედებულებები და წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. სამსახურისთვის აუცილებელია ვეტერანებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი რეკომენდაციების გაზიარება.

 

ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, სამსახური მზად არის, მიმართოს შესაბამის ორგანოს და წარადგინოს საკანონმდებლო ინიცირებები, რომლებიც გახდება ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სამართლებრივი საფუძველი.

 

წინადადებების მიღება შესაძლებელია 25 ნოემბრამდე, სამუშაო დღეებში, სამსახურის ოფისში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში. მის: გორგასლის 89, ტელ: 2 48 16 26", - ნათქვამია განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner