logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ქართველი საზოგადოება სჯობდა, სჯობს და აჯობებს საკუთარ პოლიტიკურ კლასს
- +

3 ნოემბერი. 2016. 12:59



„ქართველმა ამომრჩეველმა ყველაზე კარგი გაკვეთლი ჩაუტარა აი, იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებმაც ჩათვალეს, რომ რასაც გეტყვი, ჩემო ამომრჩეველო, იქით გამომყვები",- ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საუბრობს. როგორც ნაცლიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან" ერთად იყვნენ, იმ გამარჯვებას გაემიჯნენ, რომელიც ხალხმა 2016 წელს მოიპოვა, ისე, რომ ამომრჩევლისთვის არც უკითხავთ.


„ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებასთან" ერთად მოიპოვა უდიდესი გამარჯვება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამ გამარჯვების მეწილეები, დამფუძნებლები, პარტნიორები იყვნენ და ისე უცებ თქვეს უარი, არც კი ჰკითხეს ამომრჩეველს - წამომყვები?

ჩათვალეს, რომ ეს ამომრჩეველი მათია, პროდასავლურია, ლიბერალურია და ლიდერი რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს. ლიდერი კი ყოველთვის მართალი არ არის. ქართველმა ამომრჩეველმა ყველაზე კარგი გაკვეთილი ჩაუტარა აი, იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებმაც ჩათვალეს, რომ რასაც გეტყვი, ჩემო ამომრჩეველო, იქით გამომყვები. ეს ასე არ არის. ვერ მოგართვიო, თქვა ქართველმა ამომრჩეველმა. ქართველი საზოგადოება სჯობდა, სჯობს და აჯობებს საკუთარ პოლიტიკურ კლასს",- განაცხადა ნაცვლიშვილმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner