გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა გადაცემა „პრიორიტეტში" ის ფაქტი გაიხსენა, როდესაც მისი შვილი დაიჭირეს და აწამეს.
„როდესაც სულხან მოლაშვილი აწამეს, მე პირადად შევედი გრიგალაშვილთან, დიდი მოწიწებით შემხვდა. იქ ქალბატონი პაპავა იყო, პროკურორი, კიდევ რამდენიმე პროკურორი, და ვუთხარი: „თქვენ ალბათ, გაგიკვირდებათ, რატომ მოვედი სათხოვნელად, საჩხუბრად... არც ერთი და არც მეორე! - თქვენ საშინელ დანაშაულს სჩადიხართ და არავითარი უფლება არ გაქვთ, მიხვიდეთ სახლში და თქვენი შვილები ისე დამოძღვროთ, როგორც მე თავის დროზე ჩემი შვილები დავმოძღვრე. როდესაც ცხოვრებაში ნაბიჯების გადადგმა ისწავლეს, ვუთხარი: - შვილებო, არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, თავაწეულებმა იარეთმეთქი. აი, ამის უფლება თქვენ -არცერთ პროკურორს არ გაქვთ, რადგან უსინდისოდ, უკანონოდ და არადამიანურად იქცევით". ამაზრზენია ვალერი გრიგალაშვილის საქციელი", - გაიხსენა თამაზ მოლაშვილმა.