logo_geo
eng_logo
სად არის დაკრძალული ომის დროს გაუჩინარებული დავით ცინდელიანი? - მსჯავრდებულის სკანდალური განცხადება
- +

3 ნოემბერი. 2016. 14:00


 

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მსჯავრდადებულ გელა უბილავაშესახებ „პრაიმტაიმს" მისი თანამესაკნე გია ომიაძე ესაუბრა. გელა უბილავა, „პრაიმტაიმის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მზად არის სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, პროკურატურას სამეგრელოში აქამდე უცნობი და სრულიად გასაიდუმლოებული სასაფლაოების ადგილმდებარეობა აცნობოს და იქ დამარხულ პირთა იდენტიფიცირებაში დაეხმაროს.


გელა უბილავას ინფორმაციით, აღნიშნულ გასაიდუმლოებულ საფლავებში 2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებული რეინჯერის დავით ცინდელიანის ცხედარიც არის დამარხული.

 

„გელა უბილავასთან ციხეში რამდენიმე თვე გავატარე. მე ფინანსური დანაშაულისთვის ვიხდიდი ერთ წლამდე სასჯელს. საკანში დავახლოვდით. მე მას გულწრფელად ვუყვებოდი ისტორიებს ჩემს შესახებ. მოუყევი ჩემი კონტაქტების შესახებ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მქონდა ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირებთან. ის მეკითხებოდა გარკვეულ დეტალებს და მეც ვპასუხობდი და ვუყვებოდი სხვადასხვა საქმეების შესახებ, რომელთა გახსნაშიც მეც ვმონაწილეობდი. დაახლოებით ერთ თვეზე ნაკლები მრჩებოდა ციხის დატოვებამდე, როცა გელა უბილავა მომიყვა საზარელი დანაშაულის შესახებ, რომელშიც თურმე ის კუდ-ისა და სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებთან ერთად მონაწილეობდა. ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო სამეგრელოში გასაიდუმლოებული საფლავების არსებობა. უბილავა მარწმუნებდა, რომ ამ საფლავებში [იგულისხმება სააკაშვილის დრო] ძალოვანი უწყებების მხრიდან ჩატარებული გასაიდუმლოებული ოპერაციების დროს მოკლული ადამიანები არიან დაკრძალული. მისი მტკიცებით, ამ საიდუმლო სამარხებში არის დაკრძალული დავით ცინდელიანი. აი, ის საწყალი ბიჭი, სატყეო დეპარტამენტში რომ მუშაობდა და ომის დროს რომ გაუჩინარდა",- განაცხადა ომიაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner