logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პარლამენტში შესვლა გარანტირებული მხოლოდ ორ პარტიას ჰქონდა
- +

3 ნოემბერი. 2016. 14:36


 

„საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგები სამართლიანად შეაფასეს. შედეგით კმაყოფილი ვართ, აბსოლუტურ უმრავლესობას ვაანონსებდით და ამ შედეგსაც მივაღწიეთ",- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს. როგორც კობახიძე აცხადებს, ხარვეზები იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რაც ბუნებრივია, მაგრამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭქვეშ არ დამდგარა.


რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" გავრცელებულ ვიდეომასალას, კობახიძის განცხადებით, დამონტაჟებულია და ოპოზიციას სერიოზულ დარღვევებზე საუბრის საფუძველი არ აქვს.


„ხარვეზები ნებისმიერ არჩევნებზეა. მთავარია, ისეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა, რასაც შედეგსა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა შეეძლო, რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, „ნაცმოძრაობამ" დამონტაჟებული ვიდეომასალა გაავრცელა.

 

სერიოზულ დარღვევაზე საუბრის საფუძველი ოპოზიციას არა აქვს. ასეთ შემთხვევაში ისინი უბნებზევე დაწერდნენ საჩივრებს.

 

ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომელიც ქვეყანაში არსებულ განწყობას ასახავს. ეს არჩევნებამდე ობიექტური სოციალური კვლევებითაც ფიქსირდებოდა. ვამბობდით, რომ რამდენიმე პარტია ბარიერთან ახლოს იყო, პარლამენტში შესვლა კი გარანტირებული მხოლოდ ორ პარტიას ჰქონდა",- განაცხადა კობახიძემ.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner