საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრების ხმამაღალი განცხადებები გასაკვირია, რადგან ყველას ახსოვს თუ როგორ უთვალთვალებდნენ წინა ხელისუფლების პირობებში მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენელ ქალებს.
„თურმე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს ყველაფერი უკვირთ, როდესაც ჩვენ ყველას გვახსოვს, ოპოზიციაში და მედიაში მაშინ მყოფ ქალებს, ყველას ჩვენ ჩვენი კუდ-ის აგენტები გვყავდა მოჩენილი, რომლებიც გვითვალთვალებდნენ, სახლთან გვყარაულეობდნენ.
არ მინდა მოვყვე თუ რამდენჯერ გამოვსულვარ სახლიდან, რომ მათთვის ფოტოები გადამეღო."- განაცხადა წულუკიანმა გადაცემაში „პოლიტიკა."