პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" რამდენიმე ფრაქციის შექმნას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ერთერთ ფრაქცია იქნება „ქართული ოცნება".
2030.news ის ინფორმაციით, პარლამენტში ფრაქცია „ქართულ ოცნებას" პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. კონსულტაციები პარლამენტში საკადრო გადაწყვეტილებებზე გრძელდება.