ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით მას გაუჭირდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებაში ვინმეს კონკრეტულად დაადოს ხელი, თუმცა ლოგიკური მსჯელობით შესაძლოა წინა ხელისუფების რომელიმე წარმომადგენელს გაევრცელებინა კადრები.
არეშიძე გადაცემაში „პოლიტიკა" ერთ დეტალსაც იხსენებს:
„ვიცოდი, ორი წარმომადგენელი სოჭიდან და ბრიუსელიდან როგორ ცდილობდა ხელისუფლებასთან ევაჭრა თავისი პროდუქტით და ეს პროდუქტი იყო მაკომპრომატირებელი ვიდეოები.
არ ვიცი ვაჭრობა რამდენად გამოუვიდათ, მაგრამ როგორც ჩანს ცდილობდნენ ამ ჩანაწერებით მანიპულირებას."- განაცხადა არეშიძემ.