logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: ვალუტის მიღების სტაბილური წყარო საქართველოში არ არის
- +

3 ნოემბერი. 2016. 16:47




ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ლარის დევალვაციის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ქვეყანაში არის ძალიან ცოტა ფინანსური რესურსი, არ ხდება თანხების ბრუნვა და ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ქართულ ეკონომიკაში არსებული ვითარება განაპირობებს ლარის გაუფასურებას.


 

„არავის არ გამოუშვია დიდი მოცულობით ფული, უბრალოდ, ეკონომიკა არის საშინელ მდგომარეობაში. პრობლემები, რომელიც ეკონომიკაშია, არ სწორდება. ქვეყანაში ფული ძალიან ცოტაა. მიზერულ ეკონომიკას ემსახურება ოთხჯერ ნაკლები ფული. მთელ მსოფლიოში ყველა ეკონომიკას საკუთარი ვალუტა ემსახურება ზუსტად იმდენი, რამხელაც ეკონომიკაა. ჩვენ 14-მილიარდიანი ეკონომიკა გვაქვს და ამასთან შედარებით ეროვნული ვალუტა ოთხჯერ ნაკლებია. ექსპორტი ძალიან სუსტია და ქვეყანა იმპორტზეა ჩამოკიდებული. ვალუტის მიღების სტაბილური წყარო არ არის. ინვესტიციებიც ძალიან ცოტაა. სულ მცირე, 4-5 მილიარდი დოლარის ინვესტიციები უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, მაგრამ საგარეო ინვესტიციებს არ აქვს მნიშვნელობა. მილიარდობით ლარი დევს საქართველოს ბანკებში დეპოზიტებზე და ისინი არ ტრანსფორმირდება ქართულ ეკონომიკაში. სიმყარე აკლია ფინანსურ ინსტიტუტებს, ამიტომ ადამიანებს ურჩევნიათ, ბანკის პროცენტით დაკმაყოფილდნენ, ბანკები კი ნაკლებად გასცემენ სესხებს და მათ მიერ გაცემული სესხები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეკომნომიკაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდეს", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner