logo_geo
eng_logo
გიორგი საჯაია: ეს კაცი შორს წავა!
- +

3 ნოემბერი. 2016. 17:35


 


გიორგი საჯაია სოციალურ ქსელში არჩილ თალაკვაძის მიერ ბიუროს დასაკომპლექტებლად კონკურსის გამოცხადებას ეხმაურება.


 

კარგი იდეაა, მისაბაძი. ზუსტად ვიცი, რომ ბიუროს ნაცნობობით დაკომპლექტებას ვერ ასცდება - პატარა ქვეყანაა, კიდევ უფრო პატარა რაიონი და ყველა ერთმანეთს იცნობს, მაგრამ იმ ნაცნობებშიც მოინახება საქმის გამკეთებელი ხალხი. ეს კაცი შორს წავა. მთავარია, მისი ნოვატორული იდეები ჩვეულებრივ პოპულიზმად არ იქცეს, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, თუმცა, იგივე ელისაშვილისგან (იყოს ეს გვარი პოპულისტების კრებითი სახელი) განსხვავებით, ამ კაცს კარგი პირი უჩანს. წარმატებები არჩილს!" - წერს საჯაია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner